logo_geo
დონა ბარბარას როლის შემსრულებელი ედიტ გონსალესი გარდაიცვალა
- +

14 ივნისი. 2019. 13:39

 

ლეგენდარული მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „ტელემუნდო“ ავრცელებს.

 

ქართველი მაყურებლისთვის კარგად ნაცნობ მექსიკელ მსახიობ ედიტ გონსალესს, კიბოს დიაგნოზი 2016 წელს დაუსვეს.

 

ჯერ კიდევ გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ მსახიობი გამოჯანმრთელდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ბოლომდე ვერ განიკურნა.

 

 

ედიტ გონსალესმა პოპულარობა თინეიჯერობის ასაკში მოიპოვა, თუმცა საქვეყნო აღიარება „ტელევისას“ სერიალმა „ველური გული“ მოუტანა, სადაც მას პარტნიორობას ედუარდო პალომო უწევდა.

 

მსახიობს საერთო ჯამში 70-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული, მათ შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული 2008 წელს გადაღებული „ტელემუნდოს“ სერიალი „დონა ბარბარა“ იყო.

 

მექსიკური სერიალების დედოფლად აღიარებულმა გონსალესმა უკანასკნელი როლი 2016 წელს ითამაშა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი