logo_geo
ბერლინში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 100-კილოგრამიანი ამერიკული ბომბი გააუვნებელყვეს
- +

15 ივნისი. 2019. 14:06

 

 

ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 100- კილოგრამიანი ამერიკული ბომბის გაუვნებელყოფა მოხდა.

 

ბომბის გაუვნებელყოფის პროცესში ასობით სამართალდამცველი და მაშველი იყო ჩართული. მუშაობის დაწყებამდე სამართალდამცველებმა სახიფათო რაიონიდან 3 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. რაიონში ასევე დროებით შეწყვეტილი იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მათ შორის, სარკინიგზო ტრანსპორტის გადაადგილება.

 

სამართალდამცველების განმარტებით, ახლა მდგომარეობა უსაფრთხოა, ალექსანდრპლაცის ირგვლივ დამონტაჟებული ბარიერებიც მოხსნილია და მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნება შეუძლია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი