logo_geo
„მშვიდობით, ძვირფასო მაესტრო“ - რეჟისორი ფრანკო ძეფირელი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

16 ივნისი. 2019. 00:49

 

 

იტალიელი კინორეჟისორი ფრანკო ძეფირელი გარდაიცვალა. რეჟისორი 96 წლის იყო.

 

ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს და წერს, რომ გარდაცვალებამდე დიდი ხნის განმავლობაში ძეფირელი დიდხანს ავადმყოფობდა და მისი მდგომარეობა ბოლო თვეებში გაუარესდა.

 

რეჟისორი, რომელიც ოსკარზე ორჯერ იყო ნომინირებული, სილვიო ბერლუსკონის პარტიიდან ორჯერ იყო არჩეული იტალიის სენატში.

 

ძეფირელი ყველაზე მეტად „რომეო და ჯულიეტას“ 1968 წლის ეკრანიზაციითაა ცნობილი, სადაც მთავარი როლებს ლეონარდ უაითინგი და ოლივია ჰასი თამაშობენ.

 

„ფრანკო ძეფირელი, მსოფლიო კულტურის ერთერთი დიდებული კაცი, დღეს დილით გარდაიცვალა. მშვიდობით, ძვირფასო მაესტრო, ფლორენცია არასდროს დაგივიწყებს“, - დაწერა ფლორენციის მერმა, დარიო ნორდელამ Twitter-ზე.

 

 

big_banner
არქივი