logo_geo
მთა მყინვარწვერის რეალური სიმაღლე გაირკვა
- +

16 ივნისი. 2019. 00:50

 

 

საპილოტე პროექტის ფარგლებში საქართველოში მთა მყინვარწვერის რეალური სიმაღლე დადგინდა. ექვსი დღის განმავლობაში ექსპედიციის წევრებმა გეოდეზიური ხელსაწყოების და თანამედროვე აპარატურის გამოყენებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მთის სტრუქტურა გამოიკვლიეს.

 

როგორც აღმოჩნდა, მყინვარწვერის აბსოლუტური სიმაღლე 5054 მეტრია. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთის სიმაღლის გაზომვის პირველი შემთხვევაა. აქამდე მყინვარწვერის სიმაღლის შესახებ რამდენიმე მონაცემი არსებობდა, თუმცა ყველა მათგანი მიღებული იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში განსხვავებული ტექნიკით. დღეიდან უკვე საერთაშორისო დონეზე არის დაფიქსირებული, რომ მყინვარწვერი 5054 მეტრის სიმაღლის არის.

 

„საბჭოთა პერიოდში მწვერვალები შორიდან, ძალიან უხეშად იზომებოდა. მიახლოებით იყო ცნობილი, რა სიმაღლისაა ესა თუ ის მთა. შემდეგ დაიწყეს ბარომეტრის გამოყენება, ვინაიდან გეოდეზიური ხელსაწყოთი ამ მანძილზე სიარული რთული იყო. არსებობს ერთიანი საერთაშორისო სისტემა, რომელიც აღიარებულია საქართველოს საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ, და ამ სტანდარტული მეთოდით გამოვიანგარიშეთ მთის სიმაღლე, რომელიც 5054 მეტრი აღმოჩნდა“, - აცხადებს „კავკასიის სკი ტურინგის ქსელის“ წევრი გიორგი გოცირიძე.

 

 

big_banner
არქივი