logo_geo
საუდის არაბეთმა ირანი ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმაში დაადანაშაულა
- +

16 ივნისი. 2019. 12:05

 

საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა გამოცემა Asharq Al-Awsat-სთან ინტერვიუში ირანი ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმაში დაადანაშაულა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, დაიკავონ გადამწყვეტი პოზიცია.

 

„ირანის რეჟიმმა იაპონიის პრემიერ-მინისტრისადმი პატივისცემა არ გამოიჩინა და ვიდრე ის ირანში იმყოფებოდა, თეირანმა მის ძალისხმევას ორ ტანკერზე თავდასხმით უპასუხა, რომელთა შორის ერთ-ერთი იაპონური იყო“, - განაცხადა პრინცმა.

 

მუჰამედ ბენ სალმანმა დასძინა, რომ სამეფოს რეგიონში ომი არ სურს, მაგრამ ის უყოყმანოდ უპასუხებს მისი ხალხის, სუვერენიტეტისადმი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების წინააღმდეგ ნებისმიერ მუქარას.

 

13 ივნისს ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე - Front Altair-სა და „Kokuka Courageous“ თავდასხმა განხორციელდა, რასაც ტანკერებზე აფეთქება და ხანძარი მოჰყვა. ხომალდების ეკიპაჟების ევაკუირება ირანის ტერიტორიაზე და ამერიკულ რაკეტმზიდზე განხორციელდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი