ახალ ზელანდიაში ორი მცირემოტორიანი თვითმფრინავი აეროდრომზე დაფრენისას, ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა, რის შედეგადაც, ორივე თვითმფრინავის პილოტები დაიღუპნენ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
შეჯახებამდე ერთ-ერთ თვითმფრინავში მსხდომმა ოთხმა პარაშუტისტმა გადმოხტომა მოასწრო. ინციდენტის არიდება შეძლო ვერტმფრენმაც, რომელიც იმ დროისთვის დასაფრენად ემზადებოდა.