logo_geo
პაკისტანელი მინისტრის კურიოზულმა კადრებმა ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო
- +

17 ივნისი. 2019. 13:19

პაკისტანელი პოლიტიკოსის პრესკონფერენციის მიმდინარეობისას კურიოზული შემთხვევა მოხდა, რამაც ინტერნეტ-სივრცე დაიპყრო.

 

 

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ლაივ-რეჟიმში ჩართვისას, ერთ-ერთ ჟურნალისტს „კატის ეფექტის ფილტრის“ გამორთვა დაავიწყდა, რის გამოც რეგიონალური მინისტრი შაუკატ იუსაფზაი მაყურებლების წინაშე კატის ულვაშებით და ყურებით წარსდგა.

 

 

აღნიშნულს სოციალურ ქსელებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ „მინისტრის კაბინეტში კატა ზის".

 

 

ვიდეო პრესკონფერენციის დასრულებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა, მაგრამ აღნიშნულის შესახებ ფოტოები ინტერნეტ-სივრცეში კვლავ ვრცელდება.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი