logo_geo
ტრამპმა არალეგალი მიგრანტების მასშტაბური დეპორტაცია დააანონსა
- +

18 ივნისი. 2019. 10:27

 

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო პოლიცია მომდევნო კვირას დეპორტაციის მასშტაბურ პროცესს დაიწყებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Twitter საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, მილიონობით არალეგალი მიგრანტი სახლში დაბრუნდება „ისევე სწრაფად, როგორც ჩამოვიდნენ". ამასთან, ტრამპმა ამ პროცესში მექსიკის დადებითი როლი აღნიშნა.

 

გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა დემოკრატები გააკრიტიკა და მათ იმიგრაციულ კანონში ცვლილებების შეტანის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ეს თუ მოხდება, სასაზღვრო კრიზისი დასრულდება", - წერს ტრამპი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი