logo_geo
ჩინეთში მიწისძვრამ 12 ადამიანი იმსხვერპლა
- +

18 ივნისი. 2019. 10:45

 

ჩინეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე სიჩუანის პროვინციაში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 125 კი - დაშავდა, თუმცა ზოგიერთი გამოცემის ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 134-ს აღწევს.

 

მიწისძვრის ეპიცენტრი 16 კილომეტრის სიღრმეზე იყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, შედეგად დაზიანდა გზები და საცხოვრებელი სახლები, ჩამოინგრა სასტუმრო.

 

ადგილზე მაშველები მუშაობდნენ, რომლებსაც ნანგრევებიდან ადამიანები გამოჰყავდათ. ხელისუფლებამ მიწისძვრით დაზარალებულ დასახლებაში 5 ათასი კარავი, 10 ათასი გასაშლელი საწოლი და 20 ათასი პლედი გაგზავნა.

 

ჩინეთში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა სიჩუანის პროვინციის დასავლეთ ნაწილში 2008 წელს მოხდა. მას 90 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი