logo_geo
ტრამპის თანაშემწე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში თანამდებობას ტოვებს
- +

18 ივნისი. 2019. 14:02

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური თანაშემწე რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, ფიონა ჰილი თანამდებობას აგვისტოს ბოლოს დატოვებს.

 

ამის შესახებ გაზეთ „The New York Times“ ჟურნალისტმა პიტერ ბეიკერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

„ჰილმა აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობის ბობოქარი პერიოდი გამოიარა და მუშაობას G20-ის სამიტზე, ოსაკაში, ტრამპის და პუტინის შეხვედრის შემდეგ დატოვებს. თუმცა ოფიციალურად თანამდებობას აგვისტოს ბოლოს დატოვებს“, - წერს ბეიკერი.

 

მისი ინფორმაციით, ჰილს ტიმ მორისონი ჩაანაცვლებს, რომელიც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს 2018 წელს შეუერთდა, ბიოლოგიური დაცვისა და მასობრივი განადგურების იარაღის საკითხებში მრჩევლის სტატუსით.

 

ბეიკერი წერს, რომ ტრამპს რუსეთთან ურთიერთობის საკითხის ჩანაცვლება შეიარაღების კონტროლზე მეტი საუბრით სურს, კერძოდ კი, აშშ-რუსეთ-ჩინეთის შესაძლო შეთანხმებაზე, რომელიც უკვე არარსებულ „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის“ შესახებ შეთანხმებას ჩაანაცვლებდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი