logo_geo
მერილინ მონროს ქანდაკება მოიპარეს
- +

18 ივნისი. 2019. 17:49

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ლოს-ანჯელესში მერილინ მონროს ცნობილი ქანდაკება მოიპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“ ავრცელებს.

 

ლეგენდარული მსახიობის ქანდაკება დიდების ხეივანში ჰოლივუდის ქალებისთვის მიძღვნილი ინსტალაციის ნაწილი იყო.

 

ხელოვნების ნიმუში 1994 წელს აიგო და ჰოლივუდში მრავალფეროვნების სიმბოლოდ იქცა. ინსტალაცია კინოსამყაროს ლეგენდად აღიარებული ქალი მსახიობების ქანდაკებებს მოიცავს, მათ შორის იყო მერილინ მონროც.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, დაუდგენელი პირი კონსტრუქციაზე ავიდა, ქანდაკება მოტეხა და ადგილიდან მიიმალა. ქურდს უნიფორმა ეცვა, გამვლელებს ის ხელოსანი ეგონათ და ყურადღება არ მიუქცევიათ.

 

მომხდარს ლოს-ანჯელესის პოლიცია იძიებს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი