logo_geo
ინდოეთში ილეთის შესრულებისას გაუჩინარებული ილუზიონისტის ცხედარი იპოვეს
- +

18 ივნისი. 2019. 18:24

 

ინდოეთში ჰარი ჰუდინის ცნობილი ილეთის შესრულებისას გაუჩინარებული ილუზიონისტის ცხედარი იპოვეს.

 

ჩანჩალ ლაირის, რომელიც მდინარეში ხელფეხშეკრული ჩაუშვეს, ჯაჭვებისგან თავი უნდა დაეღწია და უსაფრთხოდ გამოეცურა, თუმცა ილუზიონისტი გაუჩინარდა, რის შესახებაც ადგილზე შეკრებილმა მაყურებლებმა პოლიციას აცნობეს.

 

ადგილობრივი ტელეარხის NDTV ცნობით, ილუზიონისტის სხეულზე ჯაჭვები და თოკები აღმოაჩინეს, რომლითაც მას ხელ-ფეხი ილეთის შესრულების წინ შეუკრეს.

 

მომხდართან დაკავშირებით პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. სამართალდამცველები არკვევენ, ჰქონდა თუ არა 40 წლის ილუზიონისტს ასეთი ილეთის ჩასატარებლად აუცილებელი ლიცენზია, ვინ გასცა ეს ლიცენზია და როგორ ემზადებოდა ლაირი ამ წარმოდგენისთვის.

 

როგორც ირკვევა, ჩანჩალ ლაირი ჰარი ჰუდინის ამ ცნობილი ილეთის შესრულებას აქამდეც ცდილობდა. 2013 წელს მან ილეთის შესრულება სცადა, თუმცა მაყურებლებმა შეამჩნიეს, რომ ყუთს, საიდანაც ხელ-ფეხშეკრულ ილუზიონისტს თავი უნდა დაეღწია, ფარული გასასვლელი ჰქონდა და ლაირის სტვენა დაუწყეს. მაშინ ილუზიონისტმა პირობა დადო, რომ ილეთს კიდევ უფრო გაართულებს და მას უფრო სანახაობრივს გახდის.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი