logo_geo
გერმანია მზადაა, ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი 53 მიგრანტი მიიღოს
- +

18 ივნისი. 2019. 22:08

 

გერმანიის ათობით ქალაქმა მზადყოფნა გამოთქვა, მიიღოს ხმელთაშუა ზღვაში გადარჩენილი ის მიგრანტები, რომელთა მიღებაზეც იტალიამ უარი განაცხადა.

 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ადასტურებს, რომ ქვეყნის 50 მუნიციპალიტეტიდან მიიღო წერილი, რომ ისინი მზად არიან, მიიღონ ის 53 მიგრანტი, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაცია „სი ვოჩის” ხომალდების დახმარებით გადაარჩინეს.

 

მიგრანტები გასულ კვირას ლიბიის სანაპიროსთან გადაარჩინეს. იტალიის ხელისუფლებამ ხომალდს, რომელზეც მიგრანტები იმყოფებოდნენ, იტალიის ტერიტორიულ წყლებში შესვლის უფლება არ მისცა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი