logo_geo
მიშელ პლატინი გაათავისუფლეს
- +

19 ივნისი. 2019. 10:28

 

UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი  რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შესახებ France 24 წერს.

 

გამოძიება ეჭვობს, რომ პლატინიმ კორუფციული გარიგებებით, გავლენა მოახდინა FIFA-ს იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 2022 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას ეხება.

 

ამ საქმეზე გამოძიება კენჭისყრის შედეგების სავარაუდო გაყალბების ფარგლებში მიმდინარეობს. საქმეში ფიგურირებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა ყოფილი  მინისტრი კლოდ გეანი.

 

ყოფილი მაღალჩინოსნები მათ მიერ წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ.

 

მიშელ პლატინი UEFA-ს 2007-2015 წლებში ხელმძღვანელობდა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი