logo_geo
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა
- +

19 ივნისი. 2019. 11:47

 

 

სააგენტო „Kyodo“-ს ცნობით, იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 26-მდე გაიზარდა. ერთ-ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

 

მედიის ცნობით, 17 ადამიანი იამაგატას პრეფექტურაში დაშავდა, ოთხი კი - ნიგატაში. ასევე, ოთხი ადამიანი მიიაგას პრეფექტურაში დაშავდა და ერთი - ისიკავაში.

 

ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის სააგენტო ადასტურებს, რომ დაკარგულები არ არიან.

 

18 ივნისს, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ჩრდილოეთ სანაპიროსთან მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი იამაგატოს პრეფექტურაში, დაახლოებით 10 კმ სიღრმეზე იყო.

 

მიწისძვრის შემდეგ, სანაპიროზე ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. მომხდარის გამო, ტოკიოს მაღალსიჩქარიანმა მატარებლებმა მოძრაობა დროებით შეაჩერეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი