logo_geo
პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი 83 წლის ქალს დაეჯახა
- +

19 ივნისი. 2019. 12:32

 

 

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ესკორტი მოხუც ქალს დაეჯახა. BBC-ის ინფორმაციით, 83 წლის ირენის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული, თუმცა, სტაბილურია. კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ლონდონიდან უინძორისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მათი ესკორტის შემადგენლობაში მყოფი პოლიციის მოტოციკლი ქალს დაეჯახა. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

კენსინგტონის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ღრმად შეშფოთებულები და დამწუხრებულები არიან მომხდარით და ქალთან კომუნიკაციაში იქნებიან მის გამოჯანმრთელებამდე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი