logo_geo
ნიკოლას მადურო: ჩემი მკვლელობის გეგმა 20 მლნ დოლარი დაჯდა
- +

19 ივნისი. 2019. 13:33

 

ვენესუელის დე ფაქტო პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს განცხადებით, მისი მკვლელობის მცდელობაზე 20 მილიონი დოლარი დაიხარჯა. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ადგილობრივ ტელეარხს განუცხადა.

 

მისივე თქმით, მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორებმა ფული უცხოეთიდან მიიღეს.

 

„ჩემი მკვლელობის გეგმა, რომლის განხორციელებაც გასული წლის აგვისტოში სცადეს, რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდა. საუბარია 20 მილიონ დოლარზე“, - განაცხადა მადურომ.

 

ასაფეთქებლით აღჭურვილი დრონების გამოყენებით მადუროს მკვლელობის მცდელობა 2018 წლის 4 აგვისტოს მოხდა, როდესაც ის ეროვნული გვარდიის დაარსებიდან 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე სიტყვით გამოდიოდა. მადურომ მომხდარში ადგილობრივი და კოლუმბიელი ულტრამემარჯვენეები და კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი დაადანაშაულა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი