logo_geo
19 ივნისს აშშ-ში მონობის დასრულებას აღნიშნავენ
- +

19 ივნისი. 2019. 13:45

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში 19 ივნისს მონობის დასრულებას აღნიშნავენ. ამის შესახებ თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს ინფორმაციას.

 

გსმენიათ ამერიკის სხვა დამოუკიდებლობის დღის შესახებ? „Juneteenth“ (19 ივნისი) შეერთებულ შტატებში მონობის დასრულების აღსანიშნავი უძველესი დღესასწაულია. 1865 წლის 19 ივნისს ჩრდილოელთა არმიის ჯარისკაცები ჩავიდნენ ტეხასში ცნობით, რომ ამერიკის სამოქალაქო ომი დასრულდა და ყველა მონა თავისუფალი იყო.  ეს ყველაფერი მონების გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტ ლინკოლნის პროკლამაციიდან ორი წლის შემდეგ მოხდა, ვინაიდან ტეხასის მსგავს განაპირა შტატებზე ამან ნაკლებად იმოქმედა და მონები თავისუფლებას მხოლოდ გაქცევით აღწევდნენ.

საბოლოოდ ტეხასში ჩრდილოელთა არმიის ჩასვლით ამერიკის უკანასკნელი მონები გათავისუფლდნენ. ამგვარად, 1865 წლის 19 ივნისს, პირველად ამერიკის ისტორიაში ყველა ადამიანი თავისუფალი იყო და გაჩნდა „Juneteenth“-ის დღესასწაული",- წერს საელჩო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი