logo_geo
იაპონიამ ბავშვთა ფიზიკური დასჯის აკრძალვას მხარი დაუჭირა
- +

19 ივნისი. 2019. 15:05

 

იაპონიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მშობლებსა და მეურვეებს აღზრდის მეთოდად ბავშვის ფიზიკურ დასჯას უკრძალავს. გადაწყვეტილება ოთხშაბათს გამართულ მიიღეს. ინფორმაციას გამოცემა „Mainichi“ ავრცელებს.

 

მედიის თანახმად, დოკუმენტს მხარი დეპუტატთა უმრავლესობამ დაუჭირა. მანამდე, კანონპროექტს ასევე მხარი პარლამენტის ქვედა პალატამ დაუჭირა. მიღებული ცვლილების თანახმად, არასრულწლოვანთა ფიზიკური დასჯა სრულად იკრძალება.

 

დოკუმენტში მითითებული არ არის, რა სახის ჯარიმა დაეკისრება დამნაშავეს.

 

ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწევს, ძალადობრივი მეთოდების გამოყენების აღსაკვეთად, პრევენციული ღონისძიებები გაატაროს.

 

ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალურ მუშაკებს ფართო უფლებები ექნებათ იმისთვის, რომ ბავშვთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებში “ჩაერიონ”. შესაბამისი შემთხვევის გამოვლენის შემთხვევაში, ბავშვებს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.

 

მომდევნო ნაბიჯი იაპონიის მთავრობის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე კანონმდებლობის გადახედვა იქნება, რათა ახალი წესები დაინერგოს, რომელიც მორალური დამცირების სახით არასრულწლოვნის მიმართ ზიანის შემცირებას ისახავს მიზნად.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი