logo_geo
ამერიკელი სენატორი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას ითხოვს
- +

20 ივნისი. 2019. 11:11

 

ამერიკელი სენატორი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქცია ავრცელებს.

 

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრმა რესპუბლიკელმა სენატორმა კოლორადოდან კორი გარდნერმა აშშ-ის კონგრესში შესაბამისი კანონპროექტი ჯერ კიდევ აპრილში წარადგინა. ინიციატივას მხარდაჭერა გამოუცხადა დემოკრატმა სენატორმა ნიუ-ჯერსიდან ბოობ მენენდესმა.

 

„შეხედეთ, რა გააკეთა რუსეთმა ბოლო წლებში – მან დახმარება აღმოუჩინა ასადის რეჟიმს სირიაში მაშინ, როდესაც ის უდანაშაულო ადამიანებს კლავს და თავად გახდა ამ მკვლელობებთან დაკავშირებული, დაკავებული იყო ადამიანების მოწამლვით ევროპაში, ფაქტობრივად, განახორციელა ქიმიური თავდასხმა. ეს არის რეჟიმი, რომელიც ტერორს თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს“, – განაცხადა სენატორმა კორი გარდნერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

 

„ვფიქრობ, რომ რუსეთის აღიარება ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ იქნება გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის იმის შესახებ, რომ ეს რეჟიმი, რომელიც უკანონობას ეფუძნება, საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების დარღვევის წინაშე არ ჩერდება და აშშ ამას არ მოითმენს“, – განმარტა კორი გარდნერმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ტერორიზმის სპონსორად ქვეყნის აღიარების შესახებ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სანქციებს ითვალისწინებს. ამჟამად აშშ-ს ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში შეყვანილი ჰყავს ირანი, სირია, სუდანი და ჩრდილოეთ კორეა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი