logo_geo
ზაფხულის დღეების გახანგრძლივების მიზნით, ნორვეგიის კუნძულზე დროის გაუქმებას ითხოვენ
- +

20 ივნისი. 2019. 11:40

 

ზაფხულის დღეების გახანგრძლივების მიზნით ჩრდილოეთ ნორვეგიის კუნძულზე Sommarøy, რომელიც ზაფხულის კუნძულს ნიშნავს, დროის გაუქმებას ითხოვენ.

 

ადგილობრივებს ხანგრძლივი პოლარული ღამის პირობებში ნოემბრიდან იანვრამდე უწევთ ცხოვრება. მაისიდან ივლისამდე კი მზე არ ჩადის.

 

კუნძულის მცხოვრებლები პეტიციაზე ხელმოწერებისთვის ღონისძიებებს იწყებენ და საკითხის ირგვლივ მსჯელობისთვის ნორვეგიის საკანონმდებლო ორგანოს წევრსაც შეხვდნენ.

 

კუნძულზე იმედოვნებენ, რომ თავისუფალი დროის რეჟიმში შეძლებენ ცხოვრებას, რაც მათი თქმით, სამუშაო საათებს, ასევე სკოლებში სასწავლო პროცესს უფრო მოქნილს გახდის.

 

ამ კუნძულზე, სადაც 300-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, თევზაობა და ტურიზმი მთავარი ინდუსტრიაა.

 

„როგორ უნდა მიხვდე დროს, როდესაც ღამე არ არის? ეს არის ჩვენი მოთხოვნის ზუსტი მიზეზი“, - ამ შინაარსის პეტიცია ორგანიზატორებმა უკვე მოამზადეს.

 

2021 წლიდან ევროკავშირის ქვეყნები დროის გადაწევის საკითხს ინდივიდუალურად გადაწყვეტენ.

 

დღეს არსებული ევროდირექტივის მიხედვით, გაერთიანების 28 წევრი ქვეყანა ზაფხულის დროზე მარტის ბოლო კვირა დღეს, ზამთრის დროზე კი ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს გადადის.

 

ევროკავშირში საათის გადაწევა 2002 წლიდან რეგულირდება. ზაფხულის დრო უკვე გაუქმებულია არაერთ ქვეყანაში, მათ შორის 2005 წლიდან საქართველოში.

 

წელიწადში ორჯერ საათის გადაწევა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი