logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი: მე ანგელა მერკელის გვერდით ვიდექი, დამიჯერეთ, ის უსაფრთხოდ იყო
- +

20 ივნისი. 2019. 12:01

 

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რომელიც 65 წლისაა, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს, როდესაც ისინი სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებულ ეროვნულ ჰიმნებს უსმენდნენ, თავს ცუდად გრძნობდა. გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ მერკელი შესამჩნევად კანკალებდა.

 

მედიასაშუალებების ცნობით, მერკელმა თავი უკეთ იგრძნო ჰიმნების დასრულების შემდეგ, როცა სტუმარს წითელი ხალიჩით შენობისკენ გაუძღვა და სამხედრო ორკესტრსაც მიესალმა.

 

მომხდართან დაკავშირებით, ანგელა მერკელმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავს უკვე კარგად გრძნობს.

 

„ამის შემდეგ, სამი ჭიქა წყალი დავლიე. როგორც ჩანს, ძალიან მჭირდებოდა წყლის დალევა. ამიტომ, ახლა კარგად ვგრძნობ თავს“ - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი