logo_geo
უნგრეთში Facebook-ის აქაუნთები დაიბლოკა
- +

20 ივნისი. 2019. 15:38

 

Facebook უნგრეთში დიდი ოდენობით აქაუნთების გათიშვაში დაადანაშაულეს. ამის შესახებ Twitter-ის მომხმარებლები წერენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, სოციალურმა მედიაგიგანტმა Facebook-ისა და Instagram-ის გვერდები დაბლოკა. მისი განმარტებით, აქაუნთი მის გარშემო 30-40 ადამიანს დაებლოკა.

 

გამოცემის ინფორმაციით, Facebook-ის გვერდი დაებლოკა რამდენიმე მედიაგამოცემას.

 

Facebook-ს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. უცნობია აქაუნთების დაბლოკვის მიზეზიც.

 

Facebook-ის 15-წლიან ისტორიაში სოციალური ქსელი არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. მათ შორის ყველაზე რეზონანსული „Cambridge Analytica“-სთან დაკავშირებული ისტორია იყო. ამ კომპანიამ არალეგალურად მიიღო წვდომა სოცქსელის 87 მილიონი მომხმარებლის მონაცემებზე, რომ ის პოლიტიკური რეკლამისთვის გამოეყენებინა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი