logo_geo
BBC: ტრამპმა ირანზე საპასუხო სამხედრო თავდასხმა გადაიფიქრა
- +

21 ივნისი. 2019. 10:40

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრაპმა ირანზე საპასუხო სამხედრო თავდასხმა გადაიფიქრა. ამის შესახებ თეთრ სახლში საიდუმლო წყაროებმა განაცხადეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

ამავე ცნობით, მანამდე ტრამპმა ოპერაციის დაწყების ბრძანება გასცა. თუმცა, პროცესი საწყის ეტაპზევე შეაჩერა. როგორც სტატიაში წერია, ეს ნაბიჯი ირანის მიერ ამერიკული დრონის ჩამოგდების საპასუხოდ უნდა გადადგმულიყო.

 

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ამერიკული სამხედრო უპილოტო მფრინავი აპარატის ჩამოგდებას გამოეხმაურა.

 

„ირანმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა!“ - დაწერა ტრამპმა.

 

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ირანის საჰაერო სივრცეში შეჭრისთვის აშშ-ის უპილოტო მფრინავი აპარატი - დრონი ჩამოაგდეს. მოგვიანებით დრონის ჩამოგდების ფაქტი ამერიკულმა მხარემაც დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მფრინავი აპარატი ირანის საჰაერო სივრცეში არ შეჭრილა. მომხდარმა აშშ-სა და ირანს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა.

 

17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 1000 ჯარისკაცს გაგზავნის. გადაწყვეტილების მიზანი ოფიციალურ თეირანთან ურთიერთობის გამწვავება, კერძოდ კი, ომანის ყურეში ნავთობმზიდზე მომხდარი თავდასხმაა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი