logo_geo
ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს
- +

21 ივნისი. 2019. 10:55

 

 

ჰონგ-კონგში მასშტაბური პროტესტი გრძელდება. ამჯერად დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს და პოლიციის შენობების პიკეტირება მოახდინეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, საერთოდ გაუქმდეს და არასდროს განიხილონ  ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც,  დაკავებულ პირს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანს, რასაც ჰონგკონგელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება.

 

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის მთავრობამ ამ კანონპროექტის განხილვა ამ ეტაპზე შეაჩერა.

 

ამ მასშტაბის საპროტესტო აქცია ჰონგ-კონგში 2014 წლის „ქოლგების მოძრაობის“ შემდეგ არ ჩატარებულა. ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონი მანამდე ჰონგ-კონგში არაერთხელ გააპროტესტეს.

 

ჰონგ-კონგს დიდი ბრიტანეთის კოლონიის სტატუსი 1997 წელს ჩამოერთვა და ჩინეთის შემადგენლობაში იმ პირობით შევიდა, რომ ფართო ავტონომია ექნებოდა, გარდა თავდაცვითი და საგარეო საკითხებისა, ის დამოუკიდებლად მიიღებდა გადაწყვეტილებებს.

 

მაშინდელი ლიდერები საზოგადოებას დაჰპირდნენ, რომ ჰონგ-კონგი, მაკაო და შეერთების შემთხვევაში ტაივანი, შეინარჩუნებდა პრინციპს - „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი