logo_geo
კიევის სასამართლომ სააკაშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა
- +

21 ივნისი. 2019. 14:04

კიევის პეჩერის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ბოლო 5 წლის განმავლობაში უწყვეტად ცხოვრების ფაქტი აღიარა, რაც სააკაშვილს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას აძლევს. ამის შესახებ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

 

„სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მომცა. გამარჯვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით“, - წერს სააკაშვილი.

 

მისივე განცხადებით, უკრაინაში მოსამართლეები ზეწოლას აღარ განიცდიან.

 

„13 წელზე მეტი ვცხოვრობდი და ვსწავლობდი უკრაინაში, ავიღე დიპლომი, 2 წელი ვიმსახურე უკრაინაში, ვმონაწილეობდი რევოლუციებში და ხელისუფლებაშიც ვიყავი. ახლა საკუთარ გუნდთან ერთად მსურს, ზელენსკის კორუფციის დამარცხებაში დავეხმარო“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

 

სააკაშვილი უკრაინაში 29 მაისს ჩავიდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ მას უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს.

 

 

big_banner
არქივი