logo_geo
ინდონეზიაში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 30 ადამიანი
- +

21 ივნისი. 2019. 17:41

 

ინდონეზიაში, ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციაში სანთებელების ქარხანაში აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი მცირეწლოვანია.

 

ინფორმაციას გაზეთი „Jakarta Post“ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, ქარხანაში თავდაპირველად აფეთქება მოხდა, ამის მერე კი ხანძარი გაჩნდა.

 

გაზეთის ინფორმაციით, ქარხნის შენობა მთლიანად დაიწვა.

 

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი