logo_geo
მავრიტანიაში საპრეზიდენტო არჩევნებია
- +

22 ივნისი. 2019. 11:49

 

მავრიტანიაში საპრეზიდენტო არჩევნებია. ხმის მიცემის უფლება მილიონზე მეტ ამომრჩეველს აქვს. ამის შესახებ BBC წერს.

 

ქვეყნის პრეზიდენტობა სულ 6 კანდიდატს სურს. მანამდე ქვეყნის პირველი პირი მუჰამედ აზიზი გადადგა. თუ პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი არ იქნება, მეორე ტური 6 ივლისს გაიმართება.

 

მავრიტანიამ საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა 1960 წელს მოიპოვა. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი პოსტს 18 წლის განმავლობაში იკავებდა, სანამ არ დაამხეს. სამხედრო გადატრიალება ქვეყანაში 1984, 2005 და 2008 წლებშიც მოხდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი