logo_geo
ბორის ჯონსონს მისმა მეზობელმა პოლიცია გამოუძახა
- +

22 ივნისი. 2019. 11:49

 

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ბორის ჯონსონის სახლში პოლიცია გამოიძახეს. უფრო სწორად, პოლიციაში ბრიტანელის პოლიტიკოსის მეზობელმა დარეკა. ამის შესახებ BBC წერს.

 

როგორც აღმოჩნდა, მეზობელმა ბორის ჯონსონსა და მის პარტნიორ ქალს შორის კამათის ხმა გაიგონა.

 

„ქალი მას ეუბნებოდა, წადი ჩემი სახლიდან“,- იხსენებს მეზობელი.

 

პოლიციამ თქვა, რომ სახლში მისულებს ყველა უსაფრთხოდ დაუხვდათ. ჯონსონის წარმომადგენელმა კი დასძინა, რომ პოლიციის გამოძახების აუცილებლობა არ იყო.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი