logo_geo
აშშ-ში კაცმა 100 წლის თევზი დაიჭირა
- +

22 ივნისი. 2019. 14:16

 

აშშ-ში, მინესოტის შტატში აღმოაჩინეს თევზი, რომელიც დაახლოებით 100 წლისა. გამოცემა „Daily Mail“-ის ცნობით, გიგანტური თევზი 33 წლის ჯეისონ ფუგეიტმა დაიჭირა, რომელიც ტბაზე თევზაობდა.

 

თევზის უცნაური შეფერილობის და ზომის გამო მეთევზე ბიოლოგებს დაუკავშირდა. მათ შეისწავლეს თევზის ანატომია და დაასკვნეს, რომ თევზი 100 წლისაა ხოლო მისი შეფერილობა მუტაციამ განაპირობა. გარეგნულად ის ძალიან ჰგავს ოქროს თევზს.

 

თევზის სიგრძე 100 სანტიმეტრია, ხოლო წონა 14 კილოგრამი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი