logo_geo
სტამბოლში, ფაბრიკაში ხანძარს 4 ადამიანი ემსხვერპლა
- +

22 ივნისი. 2019. 18:35

 

სტამბოლის რაიონ ბიუკჩეკმეჯში, ერთ-ერთ ფაბრიკაში ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 4 ადამიანი და დაშავდა 6. აღნიშნულ ინფორმაციას „Daily Sabah“  ავრცელებს.

 

მეხანძრეებმა გადაარჩინეს 20 ადამიანი, რომლებიც ბლოკირებულები იყვნენ შენობის სახურავზე. ექვსი დაშავებულიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია და საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში მოათავსეს ოთხი დაშავებული მეხანძრე. დაღუპულები და საავადმყოფოში გადაყვანილები უცხოელები არიან. ხანძრის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

 

ფაბრიკის 15 თანამშრომელი ჩვენების მისაცემად პოლიციაში გადაიყვანეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი