logo_geo
ექიმებმა სერგეი გავრილოვს ერთკვირიანი დასვენება ურჩიეს
- +

22 ივნისი. 2019. 20:16

 

რუს დეპუტატ სერგეი გავრილოვს საქართველოში მომხდარი მოვლენების შემდეგ ექიმებმა ერთკვირიანი დასვენება ურჩიეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

როგორც გავრილოვმა სააგენტო „ინტერფაქსს“ განუცხადა, სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება მან თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის დროს „მომხდარი რამდენიმე თავდასხმის შემდეგ გადაწყვიტა“.

 

20 ივნისს მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან სიტყვით რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა მიმართა და „ქართული ოცნების“ წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

 

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

 

ამის გამო 20 ივნისს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დროსაც სპეცრაზმმა რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი, ბოლოს კი აქციის მონაწილეები წყლის ჭავლით დაშალა, ასევე გამოიყენა რეზინის ტყვიები.

 

მოგვიანებით ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მომხდარის გამო თანამდებობა პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ დატოვა. ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილი სადეპუტატო მანდატს ტოვებს.

 

რუსეთის დელეგაციამ, მათ შორის სერგეი გავრილოვმა საქართველო დატოვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი