logo_geo
ბუკინგემის სასახლეს თაგვები შეესივნენ
- +

23 ივნისი. 2019. 11:25

 

 

ბრიტანეთის მონარქის ოფიციალურ რეზიდენციას ლონდონში, ბუკინგემის სასახლეს თაგვები შეესივნენ.

 

გამოცემა The Sun-ის ცნობით, კულმინაცია მაშინ დადგა, როცა თაგვი სასახლის სამზარეულოშიც იპოვეს, სადაც სამეფო ოჯახისთვის სადილი მზადდება.

 

გამოცემის ცნობით, ელისაბედ მეორემ სასახლე შეწუხებულმა დატოვა. მონარქის რეზიდენციაში თაგვების გასანადგურებლად სპეციალური ჯგუფები მივიდნენ. 

 

ცნობილია, რომ ვირთხები და თაგვები ლონდონში დიდი პრობლემაა. ძირითადად მღრღნელების სიმრავლეა ქალაქის ძველ კვარტლებში.

 

გამოცემა წერს, რომ გასულ წელს გავრცელდა ინფორმაცია ლონდონში ვირთხა მუტანტების არსებობის შესახებ, რომლებზეც შხამი არ მოქმედებდა.

 

 

 

big_banner
არქივი