logo_geo
ახალი რეკორდი - და-ძმამ ნიუ-იორკში ცათამბჯენებს შორის გაბმულ ფოლადის ბაგირზე 17 წუთში გაიარა
- +

24 ივნისი. 2019. 10:40

 

ნიუ-იორკში ახალი რეკორდი დამყარდა. ცნობილმა ექსტრემალმა ნიკ ვალენდამ და მისმა დამ ცათამბჯენებს შორის გაბმულ ფოლადის ბაგირზე გაიარეს. ამის შესახებ CNN წერს.

 

ექსტრემალებს ბაგირზე გავლა დამცავი აღჭურვილობის გარეშე სურდათ, თუმცა ქალაქის მერიისგან უარი მიიღეს. შთამბეჭდავ სანახაობას მანჰეტენზე ასობით ადამიანი ადევნებდა თვალს. 

 

რეკორდი ამჯერად მიწის ზედაპირიდან 396 მეტრის სიმაღლეზე დამყარდა. ადრენალინის მოყვარულმა და-ძმამ სახიფათო გზა 17 წუთში დაფარა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი