logo_geo
ძლიერი აფეთქება ყაზახეთის სამხედრო ბაზაზე – ქალაქიდან ხალხი გარბის
- +

24 ივნისი. 2019. 11:08

 

ყაზახეთის შეიარაღებული ძალების ბაზაზე ქალაქ არისში არსენალის საწყობი აფეთქდა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა. საწყობებიდან აფეთქებების ხმა ამ დრომდე ისმის.

 

ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის მიზეზებს იკვლევენ.

 

ძლიერი აფეთქებისთანავე მაშველებმა ქალაქ ასირის მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. ზოგიერთი მოქალაქე დამოუკიდებლად, ზოგი ფეხით და ზოგიც ავტომობილით ტოვებს ქალაქს.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი