logo_geo
კადიროვის რეზიდენციასთან სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა
- +

24 ივნისი. 2019. 11:11

 

ჩეჩნეთში, კადიროვის რეზიდენციასთან სროლისას სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

 

დაღუპულთა შორის ერთ-ერთი საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომელი, ორი კი შეიარაღებული თავდამსხმელია.

 

თავდასხმაში ორი ადამიანი მონაწილეობდა, ერთ-ერთი მათგანი ადგილზე მოკლეს, ხოლო მეორე მოგვიანებით, ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.

 

სამართალდამცველების თქმით, თავდამსხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალმა ისლამისტებმა აიღეს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი