logo_geo
აშშ ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს
- +

24 ივნისი. 2019. 11:13

 

 

უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების გამო, ამერიკის შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა.

 

მაიკ პენსმა ტელეკომპანია „CBS“თან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სავარაუდოდ 24 ივნისს გამოაცხადებს.

 

პენსმა არც უარყო და არც დაადასტურა ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ კიბერშეტევა განახორციელა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საიდუმლო ოპერაციებზე კომენტარს არ გააკეთებდა.

 

მაიკ პენსის განცხადებით, ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთში თავის ჯარებსა და ინტერესებს დაიცავს და არ დაუშვებს, რომ ირანმა ბირთვული იარაღი შექმნას.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი