logo_geo
კამბოჯაში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
- +

24 ივნისი. 2019. 11:17

 

კამბოჯაში შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 24 ადამიანი. ამის შესახებ BBC წერს.

 

ადგილზე სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება, რადგან ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილები. შემთხვევის ადგილზე მივიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჰან სენი. 22 ივნისს კამბოჯაში 7-სართულიანი შენობა ჩაინგრა.

 

შენობა ერთ-ერთ ჩინურ კომპანიას ეკუთვნოდა, რომელშიც მძინარე მუშები იყვნენ.

 

მომხდარის მიზეზი უცნობია. დაწყებულია გამოძიება.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი