logo_geo
ეთიოპიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი დაჯგუფების მეთაური მოკლეს
- +

24 ივნისი. 2019. 19:03

 

ეთიოპიაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი დაჯგუფების მეთაური ამჰარის რეგიონში პოლიციამ მოკლა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, გენერალი ასამნევა ციგე ქალაქ ბაჰრ-დარში ორმხრივი სროლისას დაიღუპა.

 

შაბათს, 22 ივნისს, ეთიოპიის არმიის გენშტაბის უფროსი, გენერალი სეარე მეკონენი უცნობმა პირებმა მოკლეს. დაიღუპა კიდევ რამდენიმე მარალჩინოსანი.

 

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა აბიი აჰმედმა მოსახლეობას იმ მტრის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა, რომელიც ქვეყნის გახლეჩას ცდილობს.

 

ეთიოპიაში გლოვაა გამოცხადებული. დაღუპულთა პატივსაცემად სახელმწიფო დროშები ნახევარ პოზიციაზეა დაშვებული.

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი