logo_geo
ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, ირანზე იერიში, აშშ-ის კონგრესის ნებართვის გარეშე მიიტანოს
- +

25 ივნისი. 2019. 11:15

 

„The Hill“-თან ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, დონალდ ტრამპს რეალურად შეუძლია თუ არა, რომ ირანზე იერიში კონგრესის ნებართვის გარეშე მიიტანოს, თავად ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მართლაც ასეა, თუმცა, მისი თქმით, ამას, რა თქმა უნდა, კანონმდებლებთან შეთანხმებულად მოქმედება ურჩევნია, ვინაიდან არიან ჭკვიანი ადამიანები, რომლებისგანაც რაღაც საჭირო ინფორმაციის მიღება არის შესაძლებელი.

 

თავად კონგრესმენების მოსაზრება კი იყოფა. ამგვარად, მაგალითად, სენატორმა რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ ინჰოუფმა განაცხადა, რომ ტრამპს შეუძლია ისე იმოქმედოს, როგორც საჭიროდ ჩათვლის, ვინაიდან ირანი ტერორისტების ბუდეა, რომელსაც სძულს ამერიკა.

 

სხვა აზრის არის დემოკრატიული უმრავლესობის ლიდერი წარმომადგენელთა პალატაში ნენსი პელოსი, რომელსაც მიაჩნია, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყებამდე, აუცილებელია კონგრესის თანხმობა.

 

ამის შესახებ დისკუსია მას მერე დაიწყო, რაც ტრამპმა თავდაპირველად გასცა ბრძანება, რომ ირანზე იერიში მიეტანათ, რაც ირანის მიერ აშშ-ის უპილოტო მფრინავი მოწყობილობის განადგურებაზე პასუხი იქნებოდა, თუმცა შემდეგ მან შეცვალა საკუთარი გადაწყვეტილება და განკარგულება გააუქმა. კონგრესში კი ამის მერე განაცხადეს, რომ ტრამპს ისინი გაფრთხილებული არ ჰყავდა ამის შესახებ, როცა ვალდებულია, რომ კონგრესიც საქმის კურსში ჩააყენოს.

 

თეირანში კი აცხადებენ, რომ დრონი უკანონოდ შეიჭრა ირანის საჰაერო სივრცეში დაზვერვის მიზნით, ვაშინგტონში კი ამ ბრალდებას უარყოფენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი