logo_geo
უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეჩერებით იმუქრება
- +

25 ივნისი. 2019. 14:43

 

 

უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის შეჩერებით იმუქრება. უკრაინის პროტესტი ორგანიზაციაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნებამ გამოიწვია. უმაღლესი რადას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის მარია იონოვას თქმით, უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციასთან ერთად ერთ დარბაზში საკუთარ თავს ვერ ხედავს.

 

იონოვას თქმით, ისინი ზაფხულის სესიისთვის უკრაინის მუშაობის შეჩერებას გეგმავენ, თუმცა დარწმუნებულები არ არიან, რომ უკან საერთოდ დაბრუნდებიან.

 

რადას დეპუტატის ინფორმაციით, დელეგატის წევრები რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენას ასამბლეის მუშაობის დროსაც გააპროტესტებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი