logo_geo
სერგეი ლავროვი: ირანის გარშემო სიტუაცია საშიში სცენარით ვითარდება
- +

25 ივნისი. 2019. 16:41

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ირანის ურთიერთობებს გამოეხმაურა და განმარტა, რომ სიტუაცია საშიში სცენარით ვითარდება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

24 ივნისს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეიზე და სხვა ირანელ მაღალჩინოსნებზე ვრცელდება.

 

ტრამპის სანქციების ახალ ტალღას მანამდე ირანის პრეზიდენტი და ამავე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა. ჰასან როუჰანიმ აშშ-ის სანქციებს ფუჭი უწოდა.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ღიად დააფიქსირა პოზიცია, რომ ამ ნაბიჯით ირანის „აგრესიულ ქცევას“ უპასუხა. მისი თქმით, ოფიციალური ვაშინგტონი თეირანზე ზეწოლას განაგრძობს. ტრამპი დასძენს, რომ „ირანს ბირთვული იარაღი ვერასოდეს ექნება“.

 

ბოლო პერიოდის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა განსაკუთრებულად დაიძაბა.

 

როგორც მანამდე თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, შეზღუდვების ახალი პაკეტი აშშ-ის დრონის ჩამოგდებას და „სხვა უამრავ რამეს“ უკავშირდება.

 

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ირანი ომანის ყურეში  ნავთობმზიდზე აშკარა თავდასხმაში დაადანაშაულა. ცნობისთვის, ომანის ყურე ერთმანეთთან სპარსეთის ყურესა და არაბეთის ზღვას აკავშირებს.

 

ირანის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აშშ-მა 2018 წლის 5 ნოემბერს აამოქმედა. სანქციათა სია მას შემდეგ არაერთხელ გაფართოვდა. შეზღუდვები შეეხო ენერგეტიკის, გადაზიდვის, გემთმშენებლობისა და სხვა არაერთ სექტორს. მაშინ პრეზიდენტი ტრამპი ამბობდა, რომ ეკონომიკური ზეწოლა ირანს ახალი მოლაპარაკებების დასრულებისკენ აიძულებდა.

 

ივნისის დასაწყისში ატომური ენერგეტიკის სააგენტო აცხადებდა, რომ ირანმა გამდიდრებული ურანის წარმოება გაზარდა.

 

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც 2015 ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით მიღწეული შეთანხმებიდან გავიდა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი