logo_geo
იენს სტოლტენბერგი: რუსეთს 5 კვირა აქვს საშუალო სიშორის რაკეტების ხელშეკრულების გადასარჩენად
- +

26 ივნისი. 2019. 12:45

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთს აქვს დრო აგვისტომდე, თავისი ფრთოსანი რაკეტების „9M729“-ის გასანადგურებლად, რომელიც არღვევს საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ხელშეკრულების პირობებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტოლტენბერგის განცხადებით, NATO საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

 

დღეს ბრიუსელში იწყება NATO-ს წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ, თუ როგორი იქნება პასუხი. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სტოლტენბერგის განცხადებას სასაცილო უწოდეს.

 

1987 წელს ხელმოწერილმა ხელშეკრულებამ შესაძლოა ძალა დაკარგოს 2 აგვისტოს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი პასუხისმგებლობას გამოიჩენს და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა, ვერ ხედავს ამის ნიშნებს.

 

„რუსეთი აგრძელებს ახალი რაკეტის შექმნას. იმისთვის, რომ გადაარჩინოს ხელშეკრულება, რუსეთს ხუთი კვირა რჩება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ არ იგეგმება ევროპაში სახმელეთო ბაზირების ახალი რაკეტების განლაგება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი