logo_geo
2030 წლისთვის რობოტები 20 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაიკავებენ
- +

26 ივნისი. 2019. 14:52

 

2030 წლისთვის მსოფლიოში რობოტები საწარმოო სექტორში 20 მილიონამდე სამუშაო ადგილს დაიკავებენ. ამის შესახებ ანალიტიკური კომპანია „Oxford Economics“-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც სამსახურს დაკარგავენ, აღმოაჩენენ, რომ ანალოგიურ პოზიციებზე მომსახურების სფეროშიც ავტომატიზირებული მუშაობა მიმდინარეობს. თუმცა, კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტომატიზაციის ზრდა სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკური ზრდის წინაპირობაც გახდება.

 

„Oxford Economics“-ის მტკიცებით, თითოეული რობოტი 1,6 საწარმოო პოზიციას დაიკავებს. ეს პროცესი ყველაზე საგრძნობლად იმ რეგიონებზე აისახება, სადაც დასაქმებულების უნარები უფრო დაბალია, რის გამოც ეკონომიკა უფრო სუსტი, უმუშევრობა კი უფრო მაღალია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი