logo_geo
ტრამპი და პუტინი 28 ივნისს ოსაკაში შეხვდებიან
- +

26 ივნისი. 2019. 18:14

 

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვედრას 28 ივნისს გამართავენ.

 

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა განაცხადა. კრემლში ამბობენ, რომ იაპონიის ქალაქ ოსაკაში დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის ერთსაათიანი შეხვედრაა დაგეგმილი.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერები რეგიონული სტაბილურობის საკითხებს, მათ შორის სირიის ომს, ვენესუელის პოლიტიკურ კრიზისს და ირანთან არსებულ დაძაბულ ვითარებას განიხილავენ.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი