logo_geo
კატალონიაში ტყის ხანძრის გამო, 30-მდე ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა
- +

27 ივნისი. 2019. 10:34

 

კატალონიაში ტყის ხანძრის გამო ადგილობრივმა ხელისუფლებამ 30-მდე ოჯახის ევაკუაცია განახორციელა. ძლიერი ცეცხლი ტარაგონას რეგიონში მძვინვარებს. სტიქიის გამო პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით ავტომაგისტრალების დროებით დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

 

როგორც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, ტყის მასივზე ცეცხლი 26 ივნისს, შუა დღის საათებში გაჩნდა. ხანძარმა ამ დრომდე 3 600 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გადაწვა. ამჟამად მეხანძრეები ცეცხლის კონტროლის ქვეშ მოქცევას ცდილობენ.

 

ხელისუფლებამ ხანძრის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი