logo_geo
მადაგასკარზე ჭყლეტას 16 ადამიანი ემსხვერპლა
- +

27 ივნისი. 2019. 10:42

 

მადაგასკარის დედაქალაქ ანტანანარივუში დამოუკიდებლობის 59-ე წლისთავის აღნიშვნისას სტადიონზე მომხდარ ჭყლეტას სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

მომხდარის დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ცნობით, ჭყლეტა მას შემდეგ დაიწყო, რაც აღლუმის დასრულების შემდეგ ხალხი სტადიონიდან გასვლას ცდილობდა, თუმცა პოლიციას კარები დახურული ჰქონდა.

 

გასულ წელს ამავე სტადიონზე მატჩის დროს მომხდარ ჭყლეტას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი