logo_geo
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გახდა
- +

27 ივნისი. 2019. 10:58

ევროსაბჭოს ახალი გენერალური მდივანი ხორვატიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი გახდა. მან კენჭისყრისას ბელგიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დიდიე რეინდერსი დაამარცხა.

 

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი ამ თანამდებობაზე ჩაანაცვლებს ტორბიორნ იაგლანდს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2019 წლის ოქტომბერში ეწურება.

 

კენჭისყრის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას მარია პეიჩინოვიჩ-ბურევიჩმა განაცხადა, რომ ორგანიზაციის მიზნების განხორციელებისთვის ძალას არ დაიშურებს.

 

 

big_banner
არქივი