logo_geo
2015 წლის პარიზის ტერაქტების საქმეზე ბოსნიის მოქალაქე დააკავეს
- +

27 ივნისი. 2019. 15:23

 

გერმანიაში 39 წლის ბოსნიელი დააკავეს, რომელიც 2015 წელს პარიზში მომხდარი ტერაქტების სავარაუდო თანამზრახველია. ამის შესახებ „Deutsche Welle“ წერს.

 

ბელგიის მთავრობას მის დასაკავებლად ევროპული ორდერი ჰქონდა გაცემული. ბოსნიელი თავდასხმების მხარდაჭერაშია ეჭვმიტანილი. დაკავებული ამჟამად სადეპორტაციო ცენტრში იმყოფება და შესაძლოა, ის ბელგიურ მხარეს გადასცენ.

 

2015 წლის 13 ნოემბერს შეიარაღებული ტერორისტების ჯგუფი თავს დაესხა პარიზის სტადიონს, საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანს“ და რამდენიმე კაფეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი, 350-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი