logo_geo
საფრანგეთში სიცხის გამო სამი ადამიანი გარდაიცვალა
- +

27 ივნისი. 2019. 15:33

 

საფრანგეთში ძლიერი სიცხის გამო სამი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც ფრანგული მედია იუწყება, 62 წლის ქალი, 70 და 75 წლის მამაკაცები გულის შეტევით გარდაიცვალნენ. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ მზეზე და შემდეგ წყალში შევიდნენ. ინციდენტი საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ეროს დეპარტამენტში მოხდა.

 

ექიმების ცნობით, სამივე მსხვერპლმა ე.წ. თერმული შოკი მიიღო და მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

მედიკოსები ურჩევენ მოქალაქეებს, მზეზე ყოფნის შემდეგ ზედმეტად ცივ წყალში ჩასვლისგან თავი შეიკავონ.

 

სინოპტიკოსების ცნობით, ევროპაში ძლიერი სიცხე კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. რეკორდულ ტემპერატურას ელოდებიან საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი